დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 268 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 10/04/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.22.026.012.983 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.983
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №268
2009 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
„მუხლი 1
„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006 წ., №96, მუხ. 1288) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლიდან:
ა) „ ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლის „ ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ჟ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ობიექტების დაცვითი ღონისძიების განხორციელება.“.
3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში – დანაყოფი):
ა) სამხედრო პოლიციის ადმინისტრაცია;
ბ) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და აღრიცხვის სამმართველო.
დ) ობიექტების უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო;
ე) პირადი დაცვის სამმართველო;
ვ) სამხედრო პატრულის სამმართველო;
ზ) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;
თ) სპეციალური ოპერაციების სამმართველო;
ი) სპეციალურ გამოკვლევათა განყოფილება;
კ) საფინანსო განყოფილება;
ლ) სამორიგეო განყოფილება;
მ) რეგიონალური სამმართველოები: თბილისის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონალური სამმართველო, სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, აჭარის რეგიონალური სამმართველო.“.
4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
1. სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულებათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებიდან გაწეული მუშაობის შედეგების სტატისტიკური ანალიზი, სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
ბ) სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისათვის წინადადებების წარდგინება, მათი შერჩევა-განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება;
გ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა- რეგისტრაცია;
დ) სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებში არქივისა და საქმისწარმოების ორგანიზება.
2. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის ქვემდებარეობის მიხედვით, რთული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ხაზობრივი ანალიზი;
ბ) დანაშაულის სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა;
გ) შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება;
დ) სამხედრო პოლიციის რეგიონალურ სამმართველოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კოორდინაცია;
ე) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად მიმტოვებელი და დეზერტირობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილ პირთა ძებნა-დაკავება.
3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის საჭირო ლოგისტიკური დაგეგმარების უზრუნველყოფა;
ბ) სამხედრო პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ლოგისტიკური მომსახურება;
გ) სამხედრო პოლიციის მფლობელობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა.
4 ობიექტების უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამხედრო ობიექტებზე შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ცალკეულ, განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება, მისი მონიტორინგი და ამ დავალებებიდან გამომდინარე ვითარების ოპერატიული ანალიზის უზრუნველყოფა.
5. პირადი დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირთა დაცვისა და პირადი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
გ) დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად, დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრ უტებზე, მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეკრება და შესწავლა.
6. სამხედრო პატრულის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სამხედრო ქვედანაყოფებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში, აეროპორტებში, სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და სამხედრო წესრიგის დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ვიზიტორების ექსკორტით უზრუნველყოფა;
დ) პატრულირების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
7. ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საიდუმლო საქმისწარმოების, ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა;
ბ) დანაყოფების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი.
8. სპეციალურ ოპერაციების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში (დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით), დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ფიზიკური დახმარების გაწევა;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში (დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით), დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა ბადრაგირება, აგრეთვე დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საომარი მდგომარეობის დროს, სამხედრო ტყვეების (საგანგებო სიტუაციებში – სამოქალაქო პირების) ბადრაგირება, განთავსება, სამხედრო ტყვეთა ბანაკების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ, განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ობიექტების დაცვითი ღონისძიების განხორციელება.
9. სპეციალურ გამოკვლევათა განყოფილების ფუნქციებია:
სასამართლო დადგენილებით (ბრძანებით), გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით დოკუმენტური რევიზიის, შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის მიღებულ შედეგებზე დასკვნების წარდგენა.
10. საფინანსო განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის ფინანსური მომსახურება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება.
11. სამორიგეო განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვემდებარე დანაშაულების, სხვა სამართალდარღვევებისა და სამხედრო ტექნიკის (პირადი შემადგენლობის) გაცილების საჭიროების შესახებ განცხადება-შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია;
ბ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია.
12. სამხედრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოები ახორციელებენ ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელი.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები