დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 01/04/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 08/04/2009 |
ძალაში შესვლის თარიღი | 29/04/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.16.009.012.980 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.980
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №4
2009 წლის 1 აპრილი
ქ. ქუთაისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წ., №175, მუხ. 1791) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ჰიდროელექტროსადგურების ტარიფები
„1. ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):
ა) | შპს „ვარციხე – 2005“ | 1.25 თეთრი/კვტსთ; |
ბ) | შპს „თბილისის წყალი“ (ჟინვალჰესი) | 1.83 თეთრი/კვტსთ; |
გ) | სს „ლაჯანურჰესი“ | 3.8 თეთრი/კვტსთ; |
დ) | სს „ხრამჰესი 1“ | 2.3 თეთრი/კვტსთ; |
ე) | სს „ხრამჰესი 2“ | 3.5 თეთრი/კვტსთ; |
ვ) | შპს „გუმათჰესების კასკადი“ | 3.64 თეთრი/კვტსთ; |
ზ) | სს „ძევრულჰესი“ | 3.85 თეთრი/კვტსთ; |
თ) | სს „რიონჰესი“ | 3.5 თეთრი/კვტსთ; |
ი) | სს „შაორჰესი“ | 3.82 თეთრი/კვტსთ; |
კ) | შპს „ზაჰესი“ | 1.42 თეთრი/კვტსთ; |
ლ) | შპს „ორთაჭალაჰესი – 2007“ | 2.5 თეთრი/კვტსთ; |
მ) | შპს „საცხენისი“ | 2,33 თეთრი/კვტსთ; |
ნ) | შპს „აწჰესი“ | 3.85 თეთრი/კვტსთ; |
ო) | შპს „მუნლეიკ-ჯორჯია“ (ძევრულაჰესის I აგრეგატი) | 3,0 თეთრი/კვტსთ; |
პ) | შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია“ | 7.16 თეთრი/კვტსთ. |
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტარიფები მოქმედებს
2014 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
დოკუმენტის კომენტარები