დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 02/04/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.012.973 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.973
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №70
2009 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) შიდა კონტროლის სამსახური;”.
2. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. შიდა კონტროლის სამსახური:
ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ) აანალიზებს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ გაწეულ მუშაობას;
გ) თავმჯდომარის ბრძანებით ამოწმებს სააგენტოს სამსახურების საქმიანობას;
დ) ამოწმებს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს მათზე რეაგირებას;
ე) ადგენს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ და წარუდგენს თავმჯდომარეს;
ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალიწინებულ უფლება-მოვალეობებს.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები