„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 02/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 27/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.012.972
  • Word
69
02/04/2009
სსმ, 41, 02/04/2009
010.130.000.22.027.012.972
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.012.972

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 69

2009 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბ-რის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებული ინსტრუქციის 281 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის და პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) ასაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადასტურების შემთხვევაში მოპოვებულ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფროსი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს, რის შესახებაც უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის და პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) ასაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში არსებული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ტერიტორიული სამსახურის უფროსი ვალდებულია შეადგინოს დასკვნა დოკუმენტებში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ, რის თაობაზეც უნდა აცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს დადგენილი წესით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებულნი არიან შეაჩერონ საქმის წარმოება და მასალები შესაბამისი მიმართვით გადაუგზავნონ სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან გასცენ აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანონ წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტის საშუალებით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი