,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №275 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №275 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 31/03/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.012.967
  • Word
68
31/03/2009
სსმ, 40, 31/03/2009
110.060.010.22.027.012.967
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №275 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.027.012.967

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №68

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №275 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №275 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №168, მუხ. 1719) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება- მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე, ასევე შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა; პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი, წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო. “.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება.“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ამოცანებია:

ა) პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი, წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;

ბ) მთავარი პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;

დ) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავება და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვის უზრუნველყოფა;

ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.

ზ. ადეიშვილი