,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 31/03/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.027.012.964
  • Word
65
31/03/2009
სსმ, 40, 31/03/2009
110.060.000.22.027.012.964
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.026.012.964

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №65

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №168, მუხ. 1723) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარი გამოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს; სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა მიერ სხვა სახის სამართალდარღვევებისა და პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებზე; პროკურატურის მუშაკთა მიერ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შელახვის, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უგულვებელყოფის, საშემსრულებლო და შრომის დისციპლინის დარღვევების ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.

2. ეს ბრანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.

ზ. ადეიშვილი