,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 31/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.952
  • Word
200
31/03/2009
სსმ, 40, 31/03/2009
190.040.000.22.033.012.952
,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.952

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №200

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებით (სსმ III, 27.04.06 წ., №58, მუხ. 761) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების (შემდგომში – ქონება) რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი