დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 408 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 30/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.012.946 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.946
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №408
2009 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007წ., №186, მუხ. 2092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართების შესაბამისად (დანართი №1-312 ). “.
2. ბრძანებას დაემატოს დანართი №312 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.
ი. მერაბიშვილი
დანართიN312
საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველო
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2280 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2160 |
| სამმართველოს უფროსი | 2040 |
| განყოფილების უფროსი | 1160 |
| მთავარი სპეციალისტი | 900 |
| წამყვანი სპეციალისტი | 830 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები