„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 30/03/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 24/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.945
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
407
26/03/2009
სსმ, 39, 30/03/2009
140.130.000.22.034.012.945
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/03/2009 - 09/12/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.945

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №407

2009 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.

ი. მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს სტატუსი და ანგარიშვალდებულება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 2. მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები

თავისი საქმიანობის პროცესში მთავარი სამმართველო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი II. მთავარი სამმართველოს ამოცანები

    მუხლი 3. მთავარი სამმართველოს ამოცანები

მთავარი სამმართველოს ამოცანებია:

ა) დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და სტრატეგიული პროექტების განხორციელება (ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა);

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, მათთან ოფიციალური მიმოწერის წარმოება;

გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კავშირების დამყარება;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება;

ე) სამინისტროში შემოსული საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადება;

ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტრატეგიული პროექტების განხორციელების კოორდინაცია;

ზ) სამინისტროსთან არსებული და სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობის საფუძველზე სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო რეფორმების დაგეგმვა, მომზადება და მუშაობის კოორდინირება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ი) ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება;

კ) ევროსტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების ორგანიზება;

ლ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება;

მ) სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია, შემოთავაზებული პროექტების გაანალიზება მათი მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მათი დაგეგმვა სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე და განხორციელების ხელშეწყობა;

ნ) სუამ-ის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ინფორმაციის რეგულარული გაცვლის უზრუნველყოფა;

ო) სამინისტროს წარმოდგენა სუამ-ის შეხვედრებზე და სამუშაო ჯგუფებში;

პ) მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა.         

თავი III. მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა

    მუხლი 4. მთავარი სამმართველოს უფროსი

1. მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მთავარი სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებას მთავარი სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;

გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც მთავარი სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს მთავარი სამმართველოს მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს მთავარი სამმართველოს დანაყოფებსა და ცალ-კეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;

ი) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებას საკითხებზე, რომლებიც მთავარი სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის (კურატორი მინისტრის მოადგილის) დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელთაც მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მინისტრის (კურატორი მინისტრის მოადგილის) გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს სამმარ-თველოს უფროსი.

4. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პასუხისმგებელია მის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

 

 

თავი IV. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფები და მათი ამოცანები

    მუხლი 6. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფები

1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო:

ა.ა) ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილება;

ა.ბ) პროექტების კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება.

2. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განყოფილება.

3. სუამ-ის სამართალდამცავი ცენტრი (განყოფილება).

    მუხლი 7. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილების ამოცანები განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის „ა“, „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“ და „პ“ ქვეპუნქტებით.

2. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს პროექტების კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფი-ლების ამოცანები განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „თ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით.

3. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განყოფილების ამოცანები განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის „დ“, „ე“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით.

4. სუამ-ის სამართალდამცავი ცენტრის (განყოფილება) ამოცანები განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით.