„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 30/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.012.944
  • Word
406
26/03/2009
სსმ, 39, 30/03/2009
010.320.020.22.034.012.944
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.012.944

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №406

2009 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №52, მუხ. 567) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;“.

2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი;

3. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,ნ“, ,,ჭ“, ,,ჯ“, ,,ჰ“, ,,ჰ1 “ და ,,ჰ2 “ ქვეპუნქტები;

4. მე-4 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ინტერესების წარმოდგენა საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებში და დიპლომატიურ მისიებში;“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,ზ1 “ ქვეპუნქტი:

,,ზ1 ) კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთ სამინისტროს წარმომადგენელთა საქმიანობას, ახორციელებს კონტროლს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე;“.

6. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს რვა მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი ან სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი საზღვარგარეთის ქვეყნებში.

4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:

ა) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;

ბ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან ოფიციალური მიმოწერის წარმოებას და პასუხისმგებელია პრესრელიზების და სხვა საცნობარო მასალის გამოქვეყნებაზე, სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის, ფოტო და ვიდეო არქივის შექმნასა და განახლებაზე;

გ) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და დიპლომატიურ მისიებში;

ე) ახორციელებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ან მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებებს.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საპროტოკოლო განყოფილება;“

8. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საპროტოკოლო განყოფილების ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლის ,,კ“ ,,ლ“, ,,მ“, ,,ძ“, და ,,ხ“ ქვეპუნქტებით“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.

ი. მერაბიშვილი