დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 27/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070.030.000.22.027.012.942 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.012.942
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №63
2009 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008 წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. აღმასრულებლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა
1. თუ დისციპლინური სამართალწარმოების საქმეზე დასკვნით დადასტურდება აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, მაგრამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ გადაცდომის გამო აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას, მას უფლება აქვს შეწყვიტოს დისციპლინური სამართალწარმოება და აღმასრულებელს მიმართოს სარეკომენდაციო ბარათით, რაც არ წარმოადგენს დისციპლინურ სახდელს.
2. სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები