დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 25/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.22.026.012.922 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.012.922
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №218
2009 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებით (სსმ III, 14.01.2009 წ., №4, მუხლი 32) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ1 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ1 ) უსაფრთხოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;“.
2. დებულებას დაემატოს 101 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101
უსაფრთხოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, უსაფრთხოების წესების შემუშავებასა და ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები