დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 23/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.712 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №71
2007 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №147, მუხ. 1636) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ქიმიურ, ნავთობქიმიურ, მეტალურგიულ, ბიოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, ქიმიურ-ფარმაცევტულ, მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელ და შესანახ, ჰაერის გაყოფის პროდუქტების მწარმოებელ აფეთქებახანძარსაფრთხიან საწარმოებს; ამიაკის სამაცივრო დანადგარებს;“.
2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სამთო საწარმოთა და ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი საწარმოების, გვირაბების, მიწისქვეშა ნაგებობების (მათ შორის მეტროპოლიტენის) მშენებლობას, რემონტსა და ექსპლუატაციას, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას;“;
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ნავთობის საწარმოთა და საშიში ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავებს, ტერმინალებს და მიღება-გაცემის პუნქტებს, მაგისტრალურ ნავთობ- და ნავთობპროდუქტსადენებს, სარკინიგზო ტრანსპორტით საშიში ტვირთების მიმღები და გამგზავნი ობიექტების სარკინიგზო ჩიხების ექსპლუატაციას, საშიში ტვირთების გადასაზიდ კონტეინერებს და ცისტერნებს, სადგურებში მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გამოყენებულ სისტემებს და მოწყობილობას;
ვ) ქიმიურ, მეტალურგიულ და აფეთქებახანძარსაფრთხიან საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველო – ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ნებისმიერი ტიპის ქიმიურ, მეტალურგიულ, ბიოლოგიურ საწარმოებს, მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელ და შესანახ ობიექტებს;“;
დ) ,,ზ“ ქვეპუნქი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები