“სახელმწიფო შესყიდვების მონაწილის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისადა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყბო დაწესებულებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 20/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.914
  • Word
61
20/03/2009
სსმ, 34, 20/03/2009
010.240.030.22.027.012.914
“სახელმწიფო შესყიდვების მონაწილის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისადა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყბო დაწესებულებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
“სახელმწიფო შესყიდვების მონაწილის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისადა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყბო დაწესებულებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.914

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №61

2009 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების მონაწილის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სახელმწიფო შესყიდვის მონაწილე ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტები:

ა) ,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“ შორის დადებული ხელშეკრულება, თანდართული დოკუმენტაციით;

ბ) ,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და ამ ცვლილებების თაობაზე მხარეთა შორის გაცვლილი კორესპონდენციები;

გ) ,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“ შორის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ,,მიმწოდებლის“ მიერ ,,ქვეკონტრაქტორებთან“ დადებული ხელშეკრულებები;

დ) მიწოდებულ საქონელზე და გაწეულ მომსახურებაზე ,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ,,მიმწოდებელსა“ და ,,ქვეკონტრაქტორს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, აგრეთვე თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტები;

ე) სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე შესრულებულ სამშენებლო სამუშაოზე თანდართული ხარჯთაღრიცხვა, შედგენილი რესურსული ნორმებითა და მიმდინარე საბაზრო სახარჯთაღრიცხვო ფასებით.

2. ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული და ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტების ასლები.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი