დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 19/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.023.012.911 |
სახელწმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.023.012.911
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №10
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით (სსმ III, 2009წ., №12, მუხ.147) დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
კომისია ტესტირების ან/და გასაუბრების დასრულებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, აცნობებს კანდიდატს ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგებს.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები