დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 19/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.010.22.033.012.908 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.908
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №173
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის N990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008 წ., №187, მუხ. 2015) დამტკიცებულ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-9 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.“.
2. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული “საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.
3. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.
4. მე-12 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.“.
5. მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.
6. მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები