,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 19/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.22.022.012.904
  • Word
139
18/03/2009
სსმ, 33, 19/03/2009
040.170.020.22.022.012.904
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.22.022.012.904

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №139

2009 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ნუსხა (დანართი №1);

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ფასთა კოტირების საშუალებით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ნუსხა (დანართი №2);

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ტენდერის საშუალებით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის ნუსხა (დანართი №3).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

დანართი №1

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხა

    მუხლი 1. სავალდებულო ინფორმაცია

1. შესყიდვაში მონაწილის საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: მისი სრული სახელწოდება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მონაცემები.

2. მისაწოდებელი საქონლის ღირებულება რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში (დღგ-ისა და აქციზის გადასახადის გათვალისწინებით ეროვნულ ვალუტაში).

3. საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის, ან/და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადების შესახებ (გრაფიკი).

    მუხლი 2. სავალდებულო დოკუმენტაცია

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში).

2. ქვეკონტრაქტორებზე მონაცემები, შესაბამისი ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. წინასწარ ანაზღაურების შემთხვევაში შესაბამისი საბანკო გარანტია.

4. გასაწევი მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც ასახული უნდა იქნეს:

ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;

ბ) შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტირების ხარჯები;

გ) სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) დარიცხვები, პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები, მოგების პროცენტი და დღგ).

5. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მიწოდებულ საქონელზე ასანაზღაურებელი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები.

6. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოთა და გაწეული მომსახურების მოცულობების და ღირებულების დოკუმენტები, რომელშიც ასახული უნდა იქნეს:

ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები, რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;

გ) მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული სხვადასხვა ხარჯები, კონკრეტული თანხების მითითებით;

7. გაწეულ მომსახურებაზე და შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების და შედარების აქტები, დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები.

დანართი 2

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ფასთა კოტირების საშუალებით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხა

    მუხლი 1. სავალდებულო ინფორმაცია

1. შესყიდვაში მონაწილის საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: მისი სრული სახელწოდება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მონაცემები.

2. მისაწოდებელი საქონლის ღირებულება რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში (დღგ-ისა და აქციზის გადასახადის გათვალისწინებით ეროვნულ ვალუტაში).

3. საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის, ან/და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადების შესახებ (გრაფიკი).

    მუხლი 2. სავალდებულო დოკუმენტაცია

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში).

2. ქვეკონტრაქტორებზე მონაცემები, შესაბამისი ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. წინასწარ ანაზღაურების შემთხვევაში შესაბამისი საბანკო გარანტია.

4. გასაწევი მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც ასახული უნდა იქნეს:

ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;

ბ) შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტირების ხარჯები;

გ) სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) დარიცხვები, პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები, მოგების პროცენტი და დღგ).

5. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მიწოდებულ საქონელზე ასანაზღაურებელი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები.

6. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოთა და გაწეული მომსახურების მოცულობების და ღირებულების დოკუმენტები, რომელშიც ასახული უნდა იქნეს:

ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები, რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;

ბ) შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტირების ხარჯები;

გ) მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული სხვადასხვა ხარჯები, კონკრეტული თანხების მითითებით;

დ) დარიცხვები, პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები, მოგების პროცენტი და დღგ).

7. გაწეულ მომსახურებაზე და შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების და შედარების აქტები, დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები.

დანართი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ტენდერის საშუალებით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვაში მონაწილის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხა

    მუხლი 1. სავალდებულო ინფორმაცია

1.1.შესყიდვაში მონაწილის საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: მისი სრული სახელწოდება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მონაცემები.

2. მისაწოდებელი საქონლის ღირებულება რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში (დღგ-ისა და აქციზის გადასახადის გათვალისწინებით ეროვნულ ვალუტაში).

3. საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის, ან/და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადების შესახებ (გრაფიკი).

4. ინფორმაცია ანგარიშსწორების ფორმებისა და პირობების შესახებ.

5. ინფორმაცია შესყიდვაში მონაწილის მიერ ანალოგიური საქონლის მიწოდების, მომსახურების ან/და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების გამოცდილების შესახებ (შესაბამისი ხელშეკრულებების დართვით).

    მუხლი 2. სავალდებულო დოკუმენტაცია

1. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

3. წინასწარ ანაზღაურების შემთხვევაში შესაბამისი საბანკო გარანტია.

4. სუბკონტრაქტორებზე საკვალიფიკაციო მონაცმები, შესაბამისი ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ.

6. ცნობა სასამართლოდან გადახდისუნარიანობის საქმისწარმოების შესახებ.

7. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ.

8. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

9. ორგანიზაციის მოგების და ქონების გადასახადების დეკლარაციები.

10. ინფორმაცია საქონლის ან/და მომსახურების გაწევის დეტალური აღწერილობის შესახებ.

11. გასაწევი მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც ასახული უნდა იქნეს:

ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;

ბ) შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტირების ხარჯები;

გ) სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) დარიცხვები, პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები, მოგების პროცენტი და დღგ).

12. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მიწოდებულ საქონელზე ასანაზღაურებელი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები.

13. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოთა და გაწეული მომსახურების მოცულობების და ღირებუ-ლების დოკუმენტები, რომელშიც ასახული უნდა იქნეს:

ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები, რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;

ბ) შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტირების ხარჯები;

გ) მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული სხვადასხვა ხარჯები, კონკრეტული თანხების მითითებით;

დ) დარიცხვები, პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები, მოგების პროცენტი და დღგ).

14. გაწეულ მომსახურებაზე და შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების და შედარების აქტები, დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები.

15. ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საქონლის მწარმოებლის, მომსახურების ან/და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესახებ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე (ასეთი საჭიროების შემთხვევაში).