დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 18/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.040.22.033.012.898 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.898
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №166
2009 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებით (სსმ III, 17.01.06, №6, მუხლი 50) დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,საგადასახადო დავა-ლიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საქარ-თველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 32. კონსულტანტი
კონსულტანტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:
„მუხლი 321. თანაშემწე
თანაშემწე:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III, VI თავების, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქმისწარმოებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.
3. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო
1. სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. მთავარი სპეციალისტი:

3. უფროსი სპეციალისტი:

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.
4. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 35. შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო
1. სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.
6. 36-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. ფინანსური სტატისტიკისა და მაკროეკონომიკური სამმართველო
1. სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, ეკონომეტრიკის საფუძვლების ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, ეკონომეტრიკის საფუძვლების ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, ეკონომეტრიკის საფუძვლების ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, ეკონომეტრიკის საფუძვლების ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.
8. 38-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები