დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 17/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.012.886 |
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.012.886
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №131
2009 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებით (სსმ III, 12.03.2007 წ., №32, მუხ: 388) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამა, თუ ეს პირი ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩატარების წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხდება 18 ან მეტი წლის. ამ შემთხვევაში პირს არ მოეთხოვება სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევა.“;
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,21. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების გზით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის გამოცდები ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დამამთავრებელი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში და ერთ-ერთ არჩევით საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა.“;
გ) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსტერნატის ფორმით გამოცდა არ შეიძლება ჩატარდეს შემდეგ საგნებში:
ა) ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდა;
ბ) სახელობო განათლება.
4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების დაძლევა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.“;
დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სრული ზოგადი განათლების საფეხურებში შემავალი რამდენიმე კლასის დაძლევის სურვილის არსებობის შემთხვევაში, რომელთა შორის არის საფეხურის დამამთავრებელი კლასი, პირი, რომლის ასაკი შეესაბამება ან აღემატება სასკოლო ასაკს, გადის მხოლოდ საფეხურის დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში პირს დაძლეულად ეთვლება ზოგადი განათლების ყველა წინა საფეხურის და ყველა კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.“;
ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის მიერ იმ კლასის/ტრიმესტრის სასწავლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უძღვის დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამას. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ.“;
ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ა.ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ა.ვ) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველს.“;
ზ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის მსურველ ექსტერნებთან დაკავშირებით რესურსცენტრი სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ამ დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ასლებს უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს და უზრუნ-ველყოფს მის ხელმისაწვდომობას.“;
თ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ექსტერნების განცხადებები, პირადი საქმეები, ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია, საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინახება სკოლაში, თუ ექსტერნატის ფორმით გამოცდები ტარდება სკოლაში. იმ ექსტერნებთან დაკავშირებული განცხადებები, პირადი საქმეები და სხვა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელთაც გამოთქვეს სრული ზოგადი განათლების დამამთავრე-ბელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის სურვილი, ინახება იმ რესურსცენტრში, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო მათი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია – ცენტრში.“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები