დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 16/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.050.000.22.023.012.882 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.012.882
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №9
2009 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში (სსმ III, 18.11.08 წ., №164, მუხ. 1652) შეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 5);
ვ) „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 6);“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
დანართი 5
თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს თბილისის ეროვნულ პარკში დაშვებული და აკრძალული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებების სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2. თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს თბილისის ეროვნული პარკის ფარგლებში 24327,8 ჰექტარ ფართობზე ეროვნულ პარკში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3. თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პარკის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
მუხლი 4. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
1. თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს მცხეთის, გარდაბნის, თიანეთის მუნიციპალიტეტებისა და ქ. თბილისის ტერიტორიებზე არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.
2. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 24327,8 ჰა.
მუხლი 5. თბილისის ეროვნული პარკის ზონირება
გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ვიზიტორთა ზონა;
გ) ტრადიციული გამოყენების ზონა;
დ) ადმინისტრაციული ზონა;
ე) ისტორიულ-კულტურული ზონა.
მუხლი 6. თბილისის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
1. თბილისის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 6845 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის №1-43 კვარტლებს, თბილისის ეროვნული პარკის გლდანის სატყეოს №1 კვარტალს; მარტყოფის სატყეოს №№8,9,10,21 კვარტლებსა და მე-19 და მე-20 კვარტლების ნაწილს. ცხვარიჭამიის სატყეოს №36,38,37,16,17 და 18-ის და 19-ის ნაწილს; და ღულელების სატყეოს №51, 53 და 54 კვარტალებს.
2. თბილისის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
დ) სამეცნიერო და საგანმანთლებლო მიზნით ვიზიტორთა შეზღუდული გადაადგილება.
მუხლი 7. თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 3871 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს საგურამოს ქედის პარალელურად ცხვარიჭამიის სატყეოს №1, 2-დან მე-16 კვარტალამდე 500 მეტრის სიგანის ზოლს. საგურამო-იალნოს ქედის პარალელურად, ორივე ფერდის გასწვრივ 500-500 მეტრის სიგანის ზოლს, რომელიც მოიცავს ცხვარიჭამიის სატყეოს 22, 23 და 25-34 კვარტალებს, გლდანის სატყეოს №8-10 კვარტლებს და მარტყოფის სატყეოს 1-7 კვარტალებს. ღულელების სატყეოს №19,20,23–26,28,33,47,48,49,50,52 კვარტალებს და ღულელელების სატყეოში შემავალი საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული №11,12,13,15,19 კვარტლების გასწვრივ 500-მეტრიან ზოლს. გლდანის სატყეოს №2,3 კვარტალებსა და №4,5 კვარტალების მოსაზღვრე საგურამოს ქედის გასწვრივ 500 მეტრის სიგანის ზოლს. გალავნის სატყეოს №28 კვარტალის 16,17,18 ლიტერებს, კვარტალი №30, 31-ის ჩრდილოეთით მდებარე საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე 500 მეტრის ზოლს და გალავნის სატყეოს №33 კვარტალში გლდანის სატყეოს №3 და№4 კვარტალების მოსაზღვრედ 500 მეტრის სიგანის ზოლს. თბილისის ზღვის სატყეოს №1-6 კვარტალებს. თბილისის დენდროლოგიური პარკის №1-7 კვარტალებს.
2. თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი, ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
ლ) ძუძუმწოვრებისა და ფრინველების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით ბიოტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;
მ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;
ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
ო) გადაადგილება ფეხით და ცხენით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობა;
პ) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;
ჟ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 50-მეტრიან ზოლში გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა;
რ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით თბილისის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილება;
ს) საქონლის სატრანზიტო გადარეკვა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვება;
ტ) სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებით საცეცხლე ადგილებში კოცონის დანთება.
მუხლი 8. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
1. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 11979,8 ჰა ტერიტორიას. ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს ღულელების სატყეოს №9,10,14,16, 17,18,21,22,27,29-32, 34-46 კვარტალებსა და №11, 12,13,15 კვარტალების ნაწილს, რომლებიც არ შედიან ვიზიტორთა ზონაში. ბოჭორმის სატყეოს 19-21 კვარტალებს. გომბორის სატყეოს №1 კვარტალს. დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის „წიწამურის“ სასელექციო საცდელ უბანს. გალავნის სატყეოს №30 და №31 კვარტალებს. „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და №32 კვარტალის №1-4 და №6 ლიტერები და №33 კვარტალის ის ნაწილი, რომელიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. ავჭალის სატყეოს №1-5 კვარტალებსა და №6 კვარტალის №1-43 ლიტერებს. მარტყოფის სატყეოს №1-7 კვარტალების ნაწილი, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და №19 და 20 კვარტალების ის ნაწილი, რომლებიც არ შედის მკაცრი დაცვის ზონაში. ტრადიციული გამოყენების ზონაში მარტყოფის სატყეოდან შედის № 11,12,14,16-18,22,23,27-29 კვარტალები, 32 კვარტალის №1-33 ლიტერები, №34,35 კვარტალები, 36-ე კვარტალის 1-2,4-6,9-10 ლიტერები, №37 კვარტალის 2-9, 16-17, 22-27 ლიტერები და №38 კვარტალის 1-6, 10-15 და 23-27 ლიტერები. გლდანის სატყეოს №4,5,8,9,10 კვარტალების ნაწილი, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. №6,7,11-19, 21-23, 25-30, 32,33, კვარტალები, №34 კვარტალის 1-13 ლიტერი, №39 კვარტალის 1-11 ლიტერი და №40 კვარტალი. ცხვარიჭამიის სატყეოს №4-15 კვარტალების და 22,23,25-34 კვარტალების ის ნაწილი, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და კვარტალი 18-19-ის ნაწილი, რომლებიც არ შედის მკაცრი დაცვის ზონაში, აგრეთვე №20, 21 24 და 35 კვარტალები.
2. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;
ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;
ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
პ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;
ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და დაშვებული სხვა საქმიანობა. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონიდან არ უნდა აღემატებოდეს 4000 მ3 საშეშე მერქანს.
3. ტურისტული ბილიკებისა და გზების გასწვრივ სპეციალურად დაგეგმილ მარშრუტებზე და ტურისტული ინფრასტრუქტურის გარშემო 50 მეტრის სიგანეზე დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა, ზეხმელი ხეების და ისეთი ხეების მოჭრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და ზეხმელი ხეების მოჭრა, აგრეთვე დაშვებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრა.
მუხლი 9. თბილისის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის ფართობი და საზღვრები, დაშვებული საქმიანობა და რესურსებით სარგებლობა
1. თბილისის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის ფართობია 1561 ჰა, რომელიც მოიცავს მცხეთის სატყეოს №16 კვარტალის №№1-22 ლიტერებს და მარტყოფის სატყეოს №13,15,24-25,2630,31,33 კვარტალებს. ცხვარიჭამიის სატყეოს №№2,3 კვარტალების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. გლდანის სატყეოს № 20,24,31 კვარტალებს.
2. თბილისის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურულ ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი, ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;
ლ) დაცვის, რეკრეაციისა და ეკოტურიზმისათვის ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობა;
ნ) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;
ო) საქონლის სატრანზიტო გადარეკვა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვება;
პ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა, დაცვა, აღდგენა, რესტავრაცია და რეკონსტრუქცია;
ჟ) საქართველოს საპატრიაქოსთვის გამოყოფილ მიჩენილ უბნებზე რელიგიური და სარიტუალო საქმიანობისა და ღონისძიებების ხელშეწყობა;
რ) მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა და მათი მნიშვნელობის პოპულარიზაცია;
ს) ხანძარებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 50-მეტრიან ზოლში გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა;
ტ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით თბილისის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილება;
უ) ზეხმელი ხეების და ისეთი ხეების მოჭრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და ზეხმელი ხეების მოჭრა, აგრეთვე დაშვებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრა.
მუხლი 10. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა
1. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 71 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს მამკოდის სატყეოს.
2. ადმინისტრაციულ ზონაში წარმოდგენილია თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა (საჯინიბო, ავტოფარეხი, სასაწყობო მეურნეობა, ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო, ვიზიტორთა და საინფორმაციო ცენტრი და სხვა) და ადმინისტრაციული ეზო.
დანართი 6
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებების დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;
გ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით – კოლხური ტყის ეკოსისტემისა და გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების შენარჩუნება და დაცვა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად იმერეთის მღვიმეების ტერიტორიის იშვიათი გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, კარსტული მღვიმეების, მათი ჰიდროლოგიური რეჟიმის და მიკროკლიმატის შენარჩუნება და განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
მუხლი 4. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
1. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები მდებარეობს იმერეთის რეგიონის წყალტუბოს, თერჯოლის, ხონის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.
2. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები მოიცავს „იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფართობს, საზღვრებსა და შემდეგი დასახელების კატეგორიის დაცულ ტერიტორიებს;
ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს;
ბ) ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლს;
გ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს;
დ) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს;
ე) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს;
ვ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს;
ზ) ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლს;
თ) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს;
ი) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს;
კ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს;
ლ) ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს;
მ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს.
მუხლი 5. იმერეთის მღვიმეეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა, დაშვებული საქმიანობა
1. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა განსაზღვრულია „იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ბ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) მონიტორინგის სამუშაოების განხორცელება;
დ) სამეცნიერო და საგანმათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;
ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
ვ) საკადასატრო სამუშაოების განხორციელება;
ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;
თ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
3. იმერეთის მღვიმეების ბუნების ძეგლებში (სათაფლიის ნაკრძალში არსებული მღვიმეები, ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლი, თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი, ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი, ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი, ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი, ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი, იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი, საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლი) დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ბ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელება;
ბ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
დ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობა;
ე) სამეცნიერო და საგანმათლებლო მიზნით, ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;
ვ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებები;
ზ) ბილიკების მოწყობა და არსებული ბილიკების მოვლა;
თ) კეთილმოწყობილ მღვიმეში ვიზიტორთა ფეხით გადაადგილება გამყოლის (გიდი, ადმინისტრაციის თანამშრომელი) თანხლებით;
ი) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და კეთილმოწყობა;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ბუნების ძეგლებში აკრძალულია:
ა) ასაფეთქებელი სამუშაოები;
ბ) სტალაქტიდების,სტალგმიტების ან სხვა სახის მღვიმური წარმონაქმნის დაზიანება ან გარეთ გამოტანა;
გ) მღვიმეების დანაგვიანება;
დ) მღვიმეების კედლებზე წარწერების გაკეთება;
ე) მღვიმის დათვალიერება არაფხიზელ მდგომარეობაში;
ვ) მღვიმის წარმონაქმნების ხელის ხლება;
ზ) მოუწყობელი მღვიმეების ინდივიდუალური დათვალიერება;
თ) მღვიმეში ბანაკის მოწყობა;
ი) მღვიმეში ცეცხლის დანთება და სიგარეტის მოწევა;
კ) ღამურების (ხელფრთიანების) თავშეყრისა და კონცენტრაციის ადგილებში ბილიკების გაყვანა, განათების მოწყობა და ხმაური.
5. წყალწითელას ხეობის, ოკაცეს კანიონის და ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლებში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
დ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობა;
ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;
ვ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებები;
ზ) ბილიკების მოწყობა და არსებული ბილიკების მოვლა;
თ) კეთილმოწყობილ ბილიკებზე ვიზიტორთა ფეხითა და ცხენით გადაადგილება, რთულ მონაკვეთებში გამყოლის (გიდი, ექსკურსიამძღოლი, ადმინისტრაციის თანამშრომელი) თანხლებით გადაადგილება;
ი) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და კეთილმოწყობა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ბუნების ძეგლებში აკრძალულია:
ა) ბუნების ძეგლების ტერიტორიის დანაგვიანება;
ბ) კეთილმოუწყობელ, ციცაბო და რთული რელიეფის მქონე ადგილებში ინდივიდუალური გადაადგილება;
გ) არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილება;
დ) ცეცხლის დანთება;
ე) ისეთი საქმიანობა, რაც ზიანს მიაყენებს ბუნების ძეგლებსა და დაამახინჯებს მათ ვიზუალურ სახეს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები