დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 10/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.22.022.012.869 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.012.869
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №119
2009 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2008 წ., №142, მუხ. 1408) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) დებულების IV თავს დაემატოს 171 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი
პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების კონტროლი მოიცავს:
ა) იურიდიული პირის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას;
ბ) ცენტრის მიერ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან პროგრამის შესაბამისობის შემოწმებას;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი) მიერ პროგრამის ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასების განხორციელებას.“;
ბ) დებულების მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ ცენტრი, უფლებამოსილია შეამოწმოს იურიდიული პირის მიერ წარდგენილი პროგრამის შესაბამისობა პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იურიდიული პირი დადგენილ ვადაში არ წარადგენს წლიურ ანგარიშს;
ბ) წლიურ ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად პროგრამა აღარ აკმაყოფილებს პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები იწვევს აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროგრამა არ შეესაბამება პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს.
2. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ცენტრს, შეუძლია წელიწადში არა უმეტეს ორჯერ. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ დებულების III თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“;
გ) დებულებას დაემატოს 191 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 191. პროგრამის ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასება
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს პროგრამების ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასება.
2. პროგრამების ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასება ხორციელდება:
ა) პროგრამაში მონაწილე მასწავლებლების და პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირების ინტერვიუირებით;
ბ) პროგრამით გათვალისწინებულ კურსზე მასწავლებლების დასწრების აღრიცხვით.
3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უფლებამოსილია პროგრამის ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასება განახორციელოს შესაბამის იურიდიულ პირთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
4. თუ პროგრამის ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასების განხორციელების შემდეგ არსებობს ეჭვი პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შესახებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი შესაბამის ინფორმაციას აწვდის ცენტრს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები