დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 09/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.22.027.012.867 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.012.867
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №57
2009 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №73, მუხ. 646) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) კანცელარია;
გ) კადრების სამსახური;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახური;
ვ) რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახური;
ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური;
თ) იურიდიული სამსახური;
ი) შიდა კონტროლის სამსახური;
კ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
ლ) შესყიდვების სამსახური;
მ) სამეურნეო სამსახური.“.
2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:
ი.ა) ადიგენის სარეგისტრაციო სამსახური;
ი.ბ) ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახური;
ი.გ) ასპინძის სარეგისტრაციო სამსახური;
ი.დ) ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური;
ი.ე) ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახური;
ი.ვ) ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები