,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 12/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 280.070.000.10.003.000.883
  • Word
242
07/11/2007
სსმ, 159, 12/11/2007
280.070.000.10.003.000.883
,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №242

2007 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №124, მუხლი 1358) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის 11“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. იძულებით გადაადგილებული პირისათვის – დევნილისათვის, რომელიც დოკუმენტურად ვერ ადასტურებს შრომით სტაჟს, 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ასაკის გამო დანიშნული მინიმალური სახელმწიფო პენსიის დანამატი ამავე პერიოდიდან განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) დევნილი მამაკაცებისათვის:

ა.ა) 65-დან 67 წლამდე – 2 ლარი;

ა.ბ) 67-დან 69 წლამდე – 4 ლარი;

ა.გ) 69-დან 71 წლამდე – 7 ლარი;

ა.დ) 71 წლიდან ზევით – 10 ლარი;

ბ) დევნილი ქალებისათვის:

ბ.ა) 60-დან 62 წლამდე – 2 ლარი;

ბ.ბ) 62-დან 64 წლამდე – 4 ლარი;

ბ.გ) 64-დან 66 წლამდე – 7 ლარი;

ბ.დ) 66 წლიდან ზევით – 10 ლარი.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15“ პუნქტი:

15. 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის პირველადი დანიშვნის ან სხვა სახის/კატეგორიის პენსიიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიაზე გადასვლის შემთხვევაში, 11“ პუნქტით გათვალისწინებული დანამატი დაენიშნება და აუნაზღაურდება სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული წლოვანების მიხედვით, განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

3. პირველი მუხლის 45“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

45. 2008 წლის 1 იანვრიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის მიმღებს ან მის მაძიებელს დანამატი დაენიშნება (გადაუანგარიშდება) და აუნაზღაურდება შესაბამისად, დანამატის გადაანგარიშების ან დანამატის დანიშვნის შესახებ განცხადებისა და საჭირო დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი