„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 06/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.030.012.864
  • Word
57
02/03/2009
სსმ, 25, 06/03/2009
010.240.020.22.030.012.864
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.864

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №57

2009 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებით (სსმ III, 12.02.2007 წ., №19, მუხ. 215) დამტკიცებულ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება;

ბ) სახელმწიფოსა და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ოფიციალური მასალების მომზადება;

გ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების კუთხით სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

გ.ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცენფციის შესაბამისად, ისევე როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად საქართველოს საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული დოკუმენტების ფორმულირება (საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია);

გ.ბ) უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება;

გ.გ) დამტკიცებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში შესატანი საჭირო ცვლილებების მომზადება;

გ.დ) პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

გ.ე) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით საქართველოს უცხოელ ლობისტებთან სის-ტემატური ურთიერთობა;

დ) სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი პირებისათვის ოფიციალური მასალების მომზადების თვალსაზრისით სამმართველოს ევალება:

დ.ა) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვასა და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის სასაუბროების შემუშავება;

დ.გ) სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური ინტერვიუების მომზადება.

2. პოლიტიკის ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატური ანალიზი და შესწავლა;

ბ) საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების მუდმივი მონიტორინგი და საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების გამოვლენა და შესწავლა;

გ) ადრეული გაფრთხილების მიზნით საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დ) პოლიტიკის ანალიზის სფეროში სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

ე) სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე