დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 06/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.030.012.851 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.851
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №44
2009 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 08.02.06 წ., №17, მუხ. 197) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:
,,ი) სუამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობისა და თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;“;
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ, აგრეთვე სუამის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი მითითებები და ინსტრუქციები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე;
გ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენების, ამ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, აგრეთვე სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე;
დ) მოამზადოს ანგარიშები ოფიციალური და სხვა დელეგაციების ვიზიტებისა და სუამის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
ე) აწარმოოს მონიტორინგი ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე სუამის ორგანოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზე; მათი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.“;
გ) მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“;
დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.“;
ე) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. სუამის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში სუამის როლის შემდგომი განმტკიცების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ბ) სუამის საწესდებო და სხვა ორგანოების სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების კოორდინაცია;
გ) სუამის ორგანოების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;
დ) სუამის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობა და სუამის ფარგლებში ხელმოსაწერი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მათ შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
ე) სუამის ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების ხელშეწყობა;
ვ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც სუამის ფარგლებში საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება;
ზ) სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები