,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.849
  • Word
125
02/03/2009
სსმ, 24, 05/03/2009
010.320.040.22.033.012.849
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.849

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №125

2009 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანებაში (სსმ III, 2000წ., №92, მუხ. 797) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება“.

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეებსა და მოსამსახურეებზე (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეებზე, რომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს).“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი