,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.012.847
  • Word
55
05/03/2009
სსმ, 24, 05/03/2009
110.030.000.22.027.012.847
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.012.847

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №55

2009 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

     „მუხლი 61. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ეცნობა დეპარტამენტის მუშაკთა მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და საჭიროების შემთხვევაში წინადადებებს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და მთავარი პროკურორის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი