„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 05/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.845
  • Word
282
02/03/2009
სსმ, 24, 05/03/2009
140.130.000.22.034.012.845
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.845

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №282

2009 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007წ., №186, მუხ.2092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 41  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 41

სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს ყოველთვიურად დაუწესდეთ ფულად სარგოზე შემდეგი ოდენობის დანამატი:

ა) 25 ლარი – სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს და სამინის-ტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) საბრძოლო მომზადების ცენტრის (სამმართველო) სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს;

ბ) 9 ლარი – სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, გარდა საბრძოლო მომზადების ცენტრის (სამმართველო) სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა.“.

2. პირველი მუხლით დამტკიცებული №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2009 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ი. მერაბიშვილი

დანართი№7

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველო

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

სამმართველოს უფროსი

2460

სამმართველოს უფროსის მოადგილე

2410

განყოფილების უფროსი

2370

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი

2220

უფროსი ინსპექტორი

900