,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.012.830
  • Word
120
27/02/2009
280.120.000.22.026.012.830
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.012.830

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №120

2009 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., 134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.   დაემატოს 24 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,24. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მხოლოდ ამ თანამდებობისათვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოსა და კატეგორიის დანამატის ოდენობით.“.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელეს სამხედრო სამსახური 2009 წლის 1 მარტამდე გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში, ეძლევათ დანამატი 138 ლარის ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე:

ა) სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით და კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო;

ბ) სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით და კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო;

გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით და კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო.“.

3. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. ოფიცერთა, კაპრალთა და სერჟანტთა (მიჩმანთა) შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5 %;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 %;

გ) 5-დან 10 წლამდე – 20 %;

დ) 10-დან 15 წლამდე – 25 %;

ე) 15-დან 20 წლამდე – 30 %;

ვ) 20-დან 25 წლამდე – 35 %;

ზ) 25-დან 30 წლამდე – 40 %;

თ) 30 წელი და მეტი – 45 %.“

4. მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12.            სამოქალაქო პირებს შრომითი სტაჟის საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით შრომითი საქმიანობისთვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5 %;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 %;

გ) 5-დან 10 წლამდე – 20 %;

დ) 10-დან 15 წლამდე – 25 %;

ე) 15 წელი და მეტი – 30 %.“.

6.   26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,26.            სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ისა ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი.

კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას (ოფიცერთა შემადგენლობის გარდა) ერთჯერადი გასასვლელი დახმარება არ გაიცემა.“

7. 39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

,,39. სამოქალაქო პირს (მათ შორის შტატგარეშე საჯარო მოსამსახურეს), რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილი იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) შრომისუნარიანობის სრული (100%) დაკარგვისას – 5000 ლარი;

ბ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (არანაკლებ 70%) დაკარგვისას – 3000 ლარი;

გ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (25%-60%-მდე) დაკარგვისას – 2000 ლარი;

დ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (1%-25%-მდე) დაკარგვისას – 1000 ლარი.“.

8. დაემატოს 391 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,391. 39-ე პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გარდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით ერთჯერადი დახმარება შეიძლება აგრეთვე გაიცეს, თუ სამოქალაქო პირმა (მათ შორის შტატგარეშე საჯარო მოსამსახურემ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო სხეულის დაზიანება. აღნიშნული პუნქტი მოქმედებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წარმოქმნილ იმ შემთხვევაშიც, როდესაც შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა დაზიანების მიზეზს წარმოადგენდა თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმა ან ამ მიზეზის დადგენისათვის საჭიროა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულება.“

9. 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,41. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო პირზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ამ პუნქტში მითითებული ოდენობისა. ერთჯერადი დახმარება აგრეთვე შეიძლება გაიცეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წარმოქმნილ შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამოქალაქო პირის დაღუპვის ისეთ შემთხვევაში, რომელიც არ არის თავდასხმის შედეგი;

ბ) შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, დაღუპვის მიზეზს წარმოადგენდა თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმა ან ამ მიზეზის დადგენისათვის საჭიროა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულება.“.

10. ბრძანებას დაემატოს 471, 472, 473, 474 და 475 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,471. ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის 1 მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე:

ა) სამხედრო მოსამსახურემ:

ა.ა.) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი;

ა.ბ.) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი;

ა.გ.) ამ პუნქტის ,,ა.ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი;

ბ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე-4 პუნქტში მითითებული 2 ან 4-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ;

გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.

472. 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით:

ა) ორი წლით კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი;

ბ) ოთხი წლით კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი.

473. 26-ე, 38-ე და მე-40 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი ერთჯერადი დახმარებების დამატებით, 471 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე შტატების შემცირების, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად გარდაცვალების ან დაჭრა/დასახიჩრების საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ან მისი ოჯახის წევრს 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება მიეცემა ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. შესაბამისად გამოიყენება 42-ე პუნქტით განსაზღვრული წესი. ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად.

474. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც მე-4 პუნქტის საფუძველზე მიეცემოდა დანამატი 2009 წლის 1 მარტამდე, უნარჩუნდება ამ დანამატის მიღების უფლება მასთან გაფორმებული კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, მის შეწყვეტამდე ან ახალი კონტრაქტის დადებამდე.

475. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო მოსამსახურე სამოქალაქო პირს, რომელსაც მე-12 პუნქტის საფუძველზე 2009 წლის 1 მარტამდე დაენიშნა 5 წლამდე შრომითი სტაჟის დანამატი 10%-ის ოდენობით, უნარჩუნდება ამ დანამატის (10%-ის ოდენობით) მიღების უფლება.“

11. ამოღებულ იქნეს დანართი №5-ის შენიშვნის მე-3 პუნქტი.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.

მუხლი 3.

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2009 წლის პირველი მარტიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7-მე-9 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2009 წლის 10 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ვ. სიხარულიძე