დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 25/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.012.820 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.820
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №103
2009 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ-თველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხლი 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის:
ა) ,,ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა1) აკრედიტებული სტუდენტი (შემდგომში – სტუდენტი) – სტუდენტი, რომელიც სწავლობს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა აკრედიტაცია ან რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი პროგრამა ეთვ-ლება აკრედიტებულად, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები, რომლის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამები და მიღწეული შედეგები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი (აღიარებული) იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ;“;
ბ) ,,თ3“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.
2. დებულების მე-5 მუხლის:
ა) 11 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:
ბ.ა) ინგლისური ენა;
ბ.ბ) გერმანული ენა;
ბ.გ) ფრანგული ენა;
ბ.დ) რუსული ენა.“;
ბ) 11 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ქიმიის, ფიზიკის ან/და ბიოლოგიის განხრით.“;
გ) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის არჩევით ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) ფრანგული ენა;
გ.დ) რუსული ენა.“;
დ) მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ქიმიის, ფიზიკის ან/და ბიოლოგიის განხრით.“;
ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის 11 და მე-3 პუნქტში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს ერთი ან რამდენიმე გამოცდა. უკანასკნელ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია რამდენიმე გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.“;
ვ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
,,41. ორი ან მეტი უცხო ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხო ენიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების ფაკულტეტი არ მიუთითებს კონკრეტულ უცხო ენას, აბიტურიენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხო ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
42. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტმა ამ მუხლის 11 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დამატებით გამოცდად საბუნებისმეტყველო მეცნიერების არჩევისას უნდა მიუთითოს ერთი ან რამდენიმე განხრა. აბიტურიენტი ვალდებულია რამდენიმე განხრიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი არ მიუთითებს კონკრეტულ განხრას, ამ შემთხვევაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდის კონკრეტული განხრის არჩევის უფლებამოსილება ენიჭება აბიტურიენტს.“;
ზ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ორი ან რამდენიმე დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეული დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას.“;
თ) მე-5 პუქნტს დაემატოს შემდეგი შინარსის 51 და 52 პუნქტები:
,,51. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:
ა) ორი დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილი დამატებითი გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი მეორე დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;
ბ) ორზე მეტი დამატებითი გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილი დამატებითი გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არჩეული, სხვა დამატებითი გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით.
52. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდა ორი ან რამდენიმე განხრით და მისი ჩარიცხვის საკითხი განიხილება ისეთ ფაკულტეტზე, რომელმაც ამ მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად არ აირჩია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კონკრეტული განხრა, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტუ-რიენტის მიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ორ ან რამდენიმე განხრაში მიღებული უმაღლესი შეფასება.“.
3. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. შეღავათები იმ პირებისთვის, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პირებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ან/და სწავლობენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყოფს ადგილებს ფაკულტეტების მიხედვით, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება შესაძლებელია:
ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 3 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 3 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უცხო ქვეყნების აკრედიტებული/აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენ-ტებისათვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ამ დებულებით დადგენილი საერთო წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის პირველი ოქტომბრისა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას, იმავე წელს ვერ ჩაირიცხება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა ან პირველი თებერვლისა სემესტრების შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ნუსხის შესაბამისად.
8. პირები, რომლებიც არ შედიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებულ კატეგორიაში და მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ამ დებულებით განსაზღვრული საერთო წესით.“.
4. ამოღებულ იქნეს დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი.
5. დებულების მე-12 მუხლის:
ა) მეორე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.“;
ბ) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები და რეგისტრაციის დაწყების დრო;“.
6. დებულების მე-14 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი.“;
ბ) 81 პუნქტი ამოღებული იქნეს;
გ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
,,91. ერთიანი ეროვნული გამოცდის მიმდინარეობის დროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს დამატებით დროს იმ აბიტურიენტებისათვის:
ა) რომლებსაც აქვთ ისეთი ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ დამატებით დროს;
ბ) რომლებიც ერთდროულად აბარებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდას რამდენიმე განხრით;“;
დ) მე-10 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში განისაზღვრება 20 ქულით, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 25 ქულით.“.
8. დებულების მე-18 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში არ შედის:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;
ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიული უმაღლესი განთლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.“;
ბ) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ პროფესიული უმაღლესი განთლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე;“.
9. დებულების მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება. ხოლო, თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ფაკულტეტის მიერ დადგენილია მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება, აბიტურიენტის მიერ ზოგად უნარებში მიღებული სკალირებული ქულა გამრავლდება 12-ზე.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის.“.
10. დებულების მე-20 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2, 21 და მე-3 პუნქტები.
11. დებულების 201 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
12. დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ცალკეული საგნის შეფასებებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებები განიხილება საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით. კომისიის წევრი იხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. ასეთი მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე. საპრეტენზიო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საპრეტენზიო საბჭო. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები განმცხადებლებს ეგზავნებათ რესურსცენტრში განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს 25 დღისა.“.
13. დებულების 222 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი.
14. დებულების 223 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
15. დებულების 227 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:
ა) არსებობს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;
ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.“.
16. დებულების 23-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. 2008-2009 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება ამ დებულების შესაბამისად, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვადების გათვალისწინების გარეშე, 2008-2009 სასწავლო წლის დასრულებამდე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები