,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 19/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 25/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.16.009.012.818
  • Word
2
19/02/2009
სსმ, 21, 25/02/2009
010.220.020.16.009.012.818
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

                                              სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

                                                    010.220.020.16.009.012.818

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 2

2009 წლის 19 თებერვალი . ქუთაისი

,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის 4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 36- მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალ-მომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის 4 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 08.02.2008 ., 20, მუხლი 232) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კომისიის იურიდიული მისამართია: . ქუთაისი, . ჩეჩელაშვილის ქუჩა 26, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org, ვებ-გვერდი: www.gnerc.org.“

2. მე-4 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

,,1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის წევრი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ინიშნება ექვსი წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით.“.

) მე-4_მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

5. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუ მას ესწრება კომისიის სამი წევრი მაინც.

6. განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილება მიღე-ბულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კომისიის წევრთა უმრავლესობამ. კომისიის წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღების დროს. კომისიის წევრის განსხვავებული პოზიცია საკითხის მიმართ ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის სტრუქტურაში შედიან კომისიის მთავარი მრჩეველი, კომისიის მრჩევლები და თავმჯდომარის მრჩევლები.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

წევრები:                 ზ. გაბელია

                                    ი. ქავთარაძე

                                     მ. ნადირაძე