დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)” პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 20/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.110.040.22.033.012.804 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.040.22.033.012.804
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №94
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)” პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)” პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებით (სსმ III, 07.04.2006 წ., №48, მუხ. 612) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გადასახადებზე ყველა პირის შემოსავალზე ან პირად საკუთრებაზე, რომლებიც არ არიან არც საქართველოს მოქალაქეები და არც მუდმივი რეზიდენტები, მათ შორის, ყველა ტიპის საშემოსავლო გადასახადებზე და ასეთი პირების მფლობელობაში არსებულ პირად ქონებაზე ყველა გადასახადზე, იმ პირობით, თუ ასეთი შემოსავალი ან საკუთრება დაკავშირებულია MCC-ის დაფინანსებასთან.”.
2. ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-7 მუხლი.
3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქონლის, მომსახურების ან პირადი ნივთების (მათ შორის, პირადი ავტომობილების) იმპორტისას, სულ მცირე ათი სამუშაო დღით ადრე განმახორციელებელი ერთეულის წინადადების საფუძველზე MCG-მ წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განმახორციელებლის დასახელება და მისამართი;
ბ) იმ პროექტის მოკლე მიმოხილვა, რომლის ფარგლებშიც ხდება საქონლის იმპორტი;
გ) საიმპორტო საქონლის მოცულობა, ღირებულება და ჩამონათვალი;
დ) ტვირთის თანმხლები დოკუმენტაცია, როგორიცაა ინვოისის და კონოსამენტის (სასაქონლო ზედდებული) ან ავიაზედდებულის ასლი.”.
4. მე-10 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წერილობით აცნობებს MCG-ს პროგრამის ფარგლებში იმპორტზე თანხმობის ან უარის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ გასცემს პასუხს აღნიშნულ ვადაში, მაშინ ეს ჩაითვლება თანხმობად და განხორციელდება იმპორტი საბაჟო გადასახდელების (გადასახადები და მოსაკრებლები) გადახდევინების გარეშე. უარის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება MCG-ს. წერილში მითითებული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი.
6. წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან და პროექტის განმახორციელებელთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიმართავს MCG-ის.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი უცხო ენაზე შესრულებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ქართულად ნათარგმნი და თარგმნის სისწორე ნოტარიალურად დამოწმებული განმახორციელებლის მიერ.”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები