დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №3/331 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 17/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.012.789 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.012.789
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/6
2009 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №3/331 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №3/331 ბრძანებაში (სსმ III, 2008 წ., №167, მუხ. 1697) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ვბრძანებ:“.
3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულება“.
5. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულების შესაბამისად, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, კლდეკარის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, გონიო-აფსაროსის არქეო-ლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობას და სამართალმემკვიდრეს.“.
6. დებულების პირველი მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა №5.“.
7. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები
სააგენტოს მიზნები და ამოცანებია:
ა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტის დაცვა, მოვლა-პატრონობა, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა და პოპულარიზაცია; სამეცნიერო-კველვითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
გ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;
დ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;
ე) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობა.
ვ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ექსპონატების ყოველმხრივ შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალების დამუშავება;
ზ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა და პოპულარიზაცია;
თ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომების მომზადება პუბლიკაციისათვის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება, კულტურული დაცვის მეთოდოლოგიის კვლევა, დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;
ი) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მოძრავი და უძრავი ძეგლების პასპორტების შედგენა); სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვა და შესწავლაში მონაწილეობა;
კ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტთა მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (შემდგომში – ძეგლი) და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მეთოდოლოგიური ექსპერტიზა, ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის პროგრამებისა და დოკუმენტაციის შემუშავება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემოწმება და სამართალდარღვევათა ფაქტების სამინისტროსთვის შეტყობინება რეაგირებისათვის;
ნ) კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების მომზადება და განხორციელება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბანკების შექმნა;
პ) უძრავი და მოძრავი ძეგლების რეესტრში შესატანად წინადადებების მომზადება.“.
8. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების ისტორიის სფეროებში;
ბ) შეიმუშაოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და სრულყოფისათვის მეცნიერულად დასაბუთებული თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული რეკომენდაციები;
გ) დაამზადოს ძეგლებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნახაზები, ფოტოები და სხვა ვიზუალური მასალა, მოახდინოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება და არქივირება; შექმნას შესაბამისი არქივები, საინფორმაციო ბანკები, განახორციელოს მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობა და გავრცელება;
დ) მოპოვებული (შექმნილი) მასალების გამოყენებით მოამზადოს და მოაწყოს ფოტო და სხვა გამოფენები საქართველოში და საზღვარგარეთ, გამოსცეს სამეცნიერო ნაშრომები, ბარათები, ბუკლეტები, გზამკვლევები, ალბომები ქართულ და უცხო ენებზე;
ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუწიოს მომსახურება საქართველოს კულტურული ფასეულობებისათვის (ნივთებისათვის) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით;
ვ) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მეცნიერულად შეისწავლოს კონკრეტული ძეგლები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები. მათი კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები და პროექტები;
ზ) გაუწიოს დახმარება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სააღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებაში;
თ) შეისწავლოს სხვა ქვეყნების გამოცდილება სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების სრულყოფისათვის, ხელი შეუწყოს ტექნიკური სიახლეების გამოყენებას;
ი) ხელი შეუწყოს სამეცნიერო კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სახელოვნებათმცოდნეო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში; მოამზადოს სახელმძღვანელოები ხელოვნების ისტორიასა და საკონსერვაციო საქმიანობაში;
კ) როგორც სახელმწიფო დაკვეთით, ისე სახელშეკრულებო საფუძველზე:
კ.ა) დამოუკიდებლად აწარმოოს სამეცნიერო გამოკვლევები;
კ.ბ) შეადგინოს კონკრეტული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი განხორციელება;
კ.გ) ასევე საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძეგლზე აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ლ) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან;
მ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს საერთაშორისო და ადგილიბრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, თათბირები, სემინარები, კონსულტაციები;
ნ) ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადოს და გადასცეს მის მიერ შექმნილი და არქივში დაცული, ძეგლებთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან დაკავშირებული, შესაბამისი ვიზუალური თუ სხვა სახის სამეცნიერო მასალები (მათ შორის, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეცნიერო და სარეკომენდაციო მასალები);
ო) დაამყაროს საქმიანი კონტაქტები და ითანამშრომლოს საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან და ძეგლთა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
პ) ხელი შეუწყოს ორგანიზებულ ტურიზმს; კერძოდ, მოამზადოს და განახორციელოს კულტურულ-შემეცნებითი პროგრამები;
ჟ) მონაწილეობა მიიღოს მუზეუმების, მათ შორის, მუზეუმ-ნაკრძალების ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და მოამზადოს შესაბამისი პროექტები, წინადადებები და რეკომენდაციები;
რ) მოამზადოს და განახორციელოს მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმები.
ს) განახორციელოს საქართველოს არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მოძრავი და უძრავი ძეგლების სააღრიცხვო ბარათებისა და პასპორტების შედგენა), მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში განაახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები;
უ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით განახორციოლოს კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა;
ფ) განახორციელოს სააგენტოსა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებები.“.
9. დებულების მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს“.
10. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ნ) უფლებამოსიალია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს;“.
11. დებულებას დაემატოს 51 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები
1. სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
2. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგვმა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) ეცნობიან სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მოხსენებით ბარათებს, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებს წარუდგენენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს;
გ) უზრუნველყოფენ დავალებათა შესრულების ორგანიზებას და სააგენტოს სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას.
3. სააგენტოს გენერალური დირექტორის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
4. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები