,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 02/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 230.030.000.10.003.000.697
  • Word
56
27/03/2007
სსმ, 45, 02/04/2007
230.030.000.10.003.000.697
,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2007 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ვალდებულება საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის ელექტრონულად დაუყოვნებლივ წარდგენის უზრუნველყოფის თაობაზე. ამ მიზნით ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის, დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უნდა უზრუნველყონ მათი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ სერვერთან არანაკლებ 512 კბ/წამში სიჩქარით კავშირი, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის, დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნებართვის მაძიებელმა უზრუნველყონ არანაკლებ 128 კბ/წამში სიჩქარით კავშირი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი