„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №374 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №374 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 16/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.784
  • Word
80
13/02/2009
სსმ, 17, 16/02/2009
040.030.000.22.022.012.784
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №374 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.784

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №80

2009 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის  №374 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1.,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №374 ბრძანებით (სსმ III,31.05.2007წ., №76, მუხ. 818) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) წესდების მე-2 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

.,,3. ინსტიტუტი უფლებამოსილია, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს (იყოს პარტნიორი) სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ისეთ სამეწარმეო/არასამეწარმეო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუტის სპეციფიკასთან.“;

ბ) წესდების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,უ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,უ1) სამეცნიერო საბჭოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ნ. გვარამია