დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 17/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.010.000.22.032.012.781 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.012.781
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-31
2009 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006, №96, მუხ. 1284) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები
დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობებია:
ა) მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროქიმიისა და მექანიზაციის სფეროების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
ბ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
გ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენების ოპტიმალური ფორმების შემუშავება;
დ) აგროქიმიკატების ეფექტური და უსაფრთხო მოხმარების მეთოდიკისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) დადგენილ ვადაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ კანონპროექტების ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების, ბრძანებების, რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებას განკუთვნილ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
თ) კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის ,,ა.დ“ქვეპუნქტი;
გ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები