დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 16/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.040.22.033.012.780 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.780
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №84
2009 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებით (სსმ III, 17.01.06 წ., №6, მუხლი 50) დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების (დანართი №1) 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო
1. სამმართველოს უფროსი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. სპეციალისტი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური ან სხვა უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები