,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 13/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.012.773
  • Word
65
05/02/2009
სსმ, 16, 13/02/2009
200.120.000.22.033.012.773
,,საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.012.773

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №65

2009 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2008 წ., №48, მუხ. 541) დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან ექვს თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში, აქციზური მარკები ექვემდებარება უკან დაბრუნებას. ექვსთვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ჩაითვლება აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება გადასახადებით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით მარკირებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული გადასახდელების გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი მოვალეობის

შემსრულებელი  ნ. გილაური