„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 13/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 06/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.772
  • Word
88
11/02/2009
სსმ, 16, 13/02/2009
120.010.000.22.026.012.772
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.772

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №88

2009 წლის 11 თებერვალი

 ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

  „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 29.01.2007წ., №11, მუხ.116) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, დავალებები ან მითითებები, გენერალური ინსპექციის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, ცნობები სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები, ცალკეულ პირთა განცხადებები.“.

2. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გენერალური ინსპექციის ფუნქციები და ამოცანები

1.  გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი კანონდარღვევების სამსახურებრივი შემოწმება და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;

დ) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება.

2. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:

ა) სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და ინფორმაციებზე რეაგირება;

ბ) სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

დ) სამინისტროს „ცხელი ხაზით“ მომსახურება;

ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება;

ვ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის, მართვისა და კონტროლის პროცედურების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება.“.

4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფიდან გამოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუბრკოლებლად მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, დადგენილი ვადებისა და ფორმის დაცვით;“.

5. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ფოსტით შემოსული ინფორმაციები;“.

6. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის წინაშე დააყენოს კანონდამრღვევი და სამსახურებრივი გადაცდომის ჩამდენი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

თ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის შესახებ.“.

7. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, შეისწავლოს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტები უკავშირდება თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით გასცეს შესაბამისი დასკვნა.“.

8. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების სამმართველო.“.

10. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება“.

11. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. მე-4 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მატერიალური უზრუნველყოფის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის დანაყოფებში რეზერვისტთა მომზადების მდგომარეობის კონტროლი;

ე) საჯარისო სამსახურის ორგანიზებისა და შესრულების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;

ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება.“.

13. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

14. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, უფროსის რეკომენდაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

15. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამზადებს და კურატორ უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;“.

16. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და კურატორ უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს უფროსს.“.

17. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ატარებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს.“.

    მუხლი 2.

 ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

    მუხლი 3.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. სიხარულიძე