,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 02/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 16/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.696
  • Word
55
27/03/2007
სსმ, 45, 02/04/2007
010.220.020.10.003.000.696
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2007 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბოლო დროს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილე­ბების გამო, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ 2004 წლის 13 თე­ბერ­ვლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ“ პუნ­ქტის თანახმად, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილების (სსმ III, 2004 წ., №58, მუხლი 501) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს­თან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის სა­კითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კობა აბულაძე – საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის პირველი მოადგილე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრი

ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფი­ნანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავ­მჯდომარე

დავით ლომიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ლევან რაზმაძე –           სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენ­ტოს“ თავმჯდომარე

გია ქავთარაძე – საქართველოს იუსტიციის მინ­ისტრი

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გიორგი წერეთელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფ­რო­სი.“.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ნოღაიდელი