,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 10/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.012.765
  • Word
71
09/02/2009
სსმ, 15, 10/02/2009
010.240.030.22.033.012.765
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.012.765

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №71

2009 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.08 წ., №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 48-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების ორგანიზება და წარმართვა, პრაქტიკის პროცესების წარმართვა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში;“.

4. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ-უ“ ქვეპუნქტები:

,,ჟ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება და ამ პროცესში შეხვედრების, ინტერვიუების/გასაუბრებების ორგანიზება და შედეგების შეფასება;

რ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეებისათვის ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე, აუცილებელი ტრენინგების განსაზღვრა;

ს) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით ტრენინგების (გარდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისათვის ჩასატარებელი ტრენინგებისა), სემინარების, კონფერენციების ორგანიზება, კოორდინაცია, მართვა და შესაბამისი მოწმობების, სერტიფიკატების გაცემა; სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით ტრენინგების ჩატარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“ მეშვეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

ტ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების/პროგრამების ტრენინგ-კომპონენტების, ტრენინგების სფეროში ტექნიკური დახმარებების, სასწავლო პროექტების კოორდინირება და აღნიშნულის მიზნით ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო (ტრენინგების) ტურების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;

უ) საერთაშორისო და ადგილობრივ საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი