,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 17/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.012.762
  • Word
1-1/270
05/02/2009
სსმ, 18, 17/02/2009
040.030.000.22.024.012.762
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.012.762

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/270

2009 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის    2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანებით (სსმ III, 28.06.2006წ., №87, მუხ. 1162) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თავმჯდომარეს ჰყავს 3 მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან შეთანხმებით. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჟვანია