დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 10/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.230.040.22.033.012.760 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.012.760
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №64
2009 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებით (სსმ III, 17.02.2005 წ., №18, მუხ. 171) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს. პირველი და მე-3 ეგზემპლარები წარედგინება მყიდველს, ხოლო მე-2 და მე-4 – რჩება გამყიდველს. ანგარიშ-ფაქტურის მე-4 ეგზემპლარს გამყიდველი წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს დასაბეგრ ოპერაციაზე საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად, ხოლო მე-3 ეგზემპლარს მყიდველი წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს დღგ-ის ჩათვლის მისაღებად. მათი წარდგენა ხდება დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად. ამასთან, ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირებაზე გადასული გადამხდელების მიერ მათ ხელთ არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მე-3 და მე-4 ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.“;
ბ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„29. შევსებული (გამოწერილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-4 ეგზემპლარის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ ანგარიშ-ფაქტურის მე-2 ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარების დაკარგვის შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ან იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოწერს ახალ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი. ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის წესი მოქმედებს მე-3 ეგზემპლარის დაკარგვის შემთხვევაშიც. ამასთან, ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში, შევსებული (გამოწერილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შესახებ გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს. პირველი და მე-3 ეგზემპლარები წარედგინება მყიდველს, ხოლო მე-2 და მე-4 – რჩება გამყიდველს. გამყიდველი და მყიდველი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ამ ანგარიშ-ფაქტურის მე-4 და მე-3 ეგზემპლარს დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით და დღგ-ის ჩათვლის მისაღებად. ამასთან, ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირებაზე გადასული გადამხდელების მიერ მათ ხელთ არსებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მე-3 და მე-4 ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით, წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.“;
ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. შევსებული (გამოწერილი) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-4 ეგზემპლარის დაკარგვის შემთხვევაში გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ ანგარიშ-ფაქტურის მე-2 ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარების დაკარგვის შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, ან იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოწერს ახალ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი. ახალი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის წესი მოქმედებს მე-3 ეგზემპლარის დაკარგვის შემთხვევაშიც. ამასთან, ახალი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში, შევსებული (გამოწერილი) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაკარგვის შესახებ გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები