დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 13/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.012.754 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/02/2009 - 22/04/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.754
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №76/ნ
2009 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანიზაციული კოდი: 35 04 02), ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს ,,სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის“ თანდართული სახელმწიფო პროგრამა 2009 წლისათვის.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. კვიტაშვილი
სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამა 2009 წლისათვის
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების გაუმჯობესებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ საექსპერტო დასკვნების გაცემის სისწორეს.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების სრულყოფა;
ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობაზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება და ამ სფეროში კანონიერების განმტკიცება.
მუხლი 2. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა წინასწარ შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების მიერ.
მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 400 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 4. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 5. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებებია:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ – შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს მიმწოდებელს და დებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას;
ბ) მიმწოდებელი – შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება.
მუხლი 6. პროგრამის მოქმედების ვადა
პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები