დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 10/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.012.747 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.747
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №48
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებით (სსმ III, 2.04.2006., №58, მუხ. 768) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ე1“ ,,ე2“ და ,,ე3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ე1) უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების შექმნას;
ე2) უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში;
ე3) ქართული ინფორმაციული ვებრესურსების შექმნას და საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამების ხელმისაწვდომობას;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან არსებულ ურთიერთობებზე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები