დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 05/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.012.743 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.743
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №46
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07წ., №29, მუხლი 348) დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:
,,გ1) უზრუნველყოფს საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს;“.
2. ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:
,,ზ1) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებზე შესაბამისი დეპარტამენტებისგან მოწოდებული ინფორმაციის (სიახლის) საფუძველზე გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირება ბროშურებით, სამახსოვროებით, სხვა ბეჭდვითი გამოცემებით ან/და ინტერნეტ-საშუალებებით;“.
4. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1) საქონლის გაშვებისშემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული გასვლითი საბაჟო შემოწმების, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების განხორციელება;“.
5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სასაზღვრო საბაჟო პროცედურებთან, სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ორგანიზება; სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება;“.
6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1) საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგი;“.
7. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში (სასაზღვრო საბაჟო ორგანოები; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები; საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი; ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა) საბაჟო კონტროლის განხორციელება რენტგენ-სკანერის მეშვეობით, მათი ექსპლუატაცია, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება ანალიზი, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენა, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, საჭიროების შემთხვევაში საბაჟო შეტყობინების პროექტის მომზადება;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები