„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 30/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.012.726
  • Word
39
30/01/2009
სსმ, 11, 30/01/2009
200.220.020.22.033.012.726
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.012.726

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №39

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

�საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. �საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2325) დამტკიცებულ �საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ� ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,დ� ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტების ავტოსადგომებზე � უცხოეთში რეგისტრირებული იმ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც პასპორტში (სამგზავრო დოკუმენტში) ჩაკრული აქვთ სათანადო სტიკერები, საქართველოდან კი გადიან ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარეშე..

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები;

გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.�.

3. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი შენახვის სხვა ადგილებში დროებით დასაწყობებული საქონლის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს დროებითი შენახვის სხვა ადგილის მფლობელი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ� და ,,დ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა) �საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის №1 და №2 დანართებით.�.

4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

,,81. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვის სხვა ადგილზე დროებით დასაწყობებისას უცხო ქვეყნის მოქალაქემ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში უნდა წარადგინოს �საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი� ამ ინსტრუქციის №1 დანართით დადგენილი ფორმით. ამ შემთხვევაში დროებითი დასაწყობების ვადა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის 31 პუნქტის ,,ა� და ,,ბ� ქვეპუნტებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის საბაჟო ორგანოში წარდგენიდან არა უგვიანეს 2 საათისა.�.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

ნ. გილაური