დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების (გეგმების) ფურცლებად დაყოფისა და მათი აღნიშვნების წესის დამტკიცების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 05/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023.012.722 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.722
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №1
2009 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების (გეგმების) ფურცლებად დაყოფისა და მათი აღნიშვნების წესის დამტკიცების თაობაზე
,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ სქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის ,,საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ“ №206 ბრძანებულების მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების (გეგმების) ფურცლებად დაყოფისა და მათი აღნიშვნების თანდართული წესი.
2. დადგენილ იქნეს 1:10 000, 1:25 000, 1:50 000, 1:100 000, 1:200 000, 1:500 0000 და 1:1 000 000 მასშტაბების სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების ფურცლებად დაყოფის შემდეგი მასშტაბური რიგი და ტრაპეციების ჩარჩოების ზომები:
| N | მასშტაბი | ტრაპეციის ჩარჩოს ზომები | ნომენკლატურა | ||
| DB | DL | სმxსმ | |||
| 1 2 3 4 5 6 7
| 1 : 1 000 000 1 : 500 000 1 : 200 000 1 : 100 000 1 : 50 000 1 : 25 000 1 : 10 000
| 4°00' 2°00' 0°48' 0°24' 0°12' 0°06' 0°03'
| 6°00' 3°00' 1°12' 0°40' 0°20' 0°10' 0°05'
| 44.4 x 49.7 44.4 x 49.7 44.4 x 49.7 44.4 x 55.2 44.4 x 55.2 44.4 x55.2 55.5 x 69.0
| T-38 T-38-E T-38-XLII T-38-C4804 T-38-L4406 T-38-4635 T-38-4635d
|
3. დადგენილ იქნეს 1:5000 მასშტაბის სახელმწიფო ტოპოგრაფიული გეგმის ფურცლებად დაყოფისა და ტრაპეციების ჩარჩოების ზომები:
| N | მასშტაბი | ტრაპეციის ჩარჩოს ზომები | ნომენკლატურა | ||
| DB | DL | სxხსმ | |||
| 1 | 1 : 5 000 | 0° 1'30'' | 0°02'30'' | 55.5 x 69.0 | თ-38-4635d-4 |
4. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების (გეგმების) ფურცლებად დაყოფისა და მათი აღნიშვნების
წესი
მუხლი 1.
1:1 000 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის ფურცლებად (ნომენკლატურებად) დაყოფის მსოფლიო სისტემა.
1. სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის ცალკეული ფურცლის აღნიშვნის სისტემას რუკების ნომენკლატურა ეწოდება.
2. ყველა მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის ნომენკლატურას საფუძვლად უდევს 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ფურცლის ნომენკლატურა.
![]() |
3. 1:1 000 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის ფურცლის ნომენკლატურის მისაღებად დედამიწის მთლიანი ზედაპირი პირობითად იყოფა მერიდიანებით 6°-იანი სიგანის სვეტებად (ზონებად) და პარალელებით 8°-იანი სიგანის სარტყლებად.
4. დედამიწის ზედაპირის სვეტებად (ზონებად) დაყოფა ხდება მერიდიანებით გრინვიჩის მერიდიანიდან აღმოსავლეთით 6°-ის ინტერვალით მერიდიანებს შორის და მიიღება სულ 60 სვეტი (ზონა), რომელთა დანომვრა ხდება არაბული ციფრებით. ზონები იგივე სვეტებია, იმ განსხვავებით, რომ სვეტების ათვლა და დანომვრა იწყება გრინვიჩის მერიდიანის მოპირდაპირე 180°-იანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით 1-დან 60-მდე, ხოლო ზონების ათვლა იწყება გრინვიჩის, ანუ ნულოვანი მერიდიანიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და მათ შორის სხვაობა ტოლია 30-ის. მაგ., გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთით პირველი სვეტი იქნება რიგით 31-ე, ანუ 31-30 = 1 ზონა, ხოლო 32-ე სვეტი მე-2 ზონა; 33-ე სვეტი მე-3 ზონა და ა.შ.
5. გარდა ამისა, დედამიწის ზედაპირი სარტყლებად იყოფა პარალელებით სამხრეთ განედის 80°-იანი პარალელებიდან ჩრდ. განედის 80°-იან პარალელამდე, 8°-იანი სიგანის ინტერვალით პარალელებს შორის და მიიღება სულ 20 სარტყელი.
6. სარტყლების აღნიშვნა ხდება ლათინური ანბანის ასომთავრული ასოებით C-დან X-მდე (I-სა და O-ს გარდა) სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით.
7. დედამიწის ზედაპირის სვეტებად (ზონებად) და სარტყლებად დაყოფის სისტემა სქემატურად ნაჩვენებია პირველ ნახაზზე.
8. სვეტებისა (ზონების) და სარტყლების გადაკვეთაზე მოთავსებული ტერიტორიები წარმოადგენენ 1:1 000 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების ტრაპეციებს, რომლებიც ღებულობენ გარკვეული სარტყლისა და სვეტის აღნიშვნას.
9. 1:1 000 000 მასშტაბის ფურცლის ნომენკლატურა შედგება სარტყელისა და სვეტის აღნიშვნებისგან. მაგ., 1:1 000 000 მასშტაბის ფურცელი, რომელზეც ქ. თბილისი მდებარეობს, აღინიშნება T-38-ით, ეს ნიშნავს, რომ ფურცელი მდებარეობს T სარტყელში და 38-ე სვეტში ანუ მე-8 ზონაში (იხ. ნახ. 1).
10. ტრაპეციის ჩარჩოს ზომები იქნება 8° განედისა და 6° გრძედის მიმართულებით. დედამიწის სფეროს ამგვარი დაყოფა მოხერხებულია UTM-ის კოორდინატთა სისტემაში 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ფურცლის ზომებითა და ნომენკლატურით მონიშნული ტერიტორიის ან სივრცის სწრაფად მოსაძებნად. პირველ ნახაზზე გაშლილი სახით ნაჩვენებია ელიფსოიდის ზედაპირზე 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ფურცლების განლაგების სქემა.
11. იმის გამო, რომ 1:1 000 000 მასშტაბის ტრაპეციის, ზომებით (8° x 6°) განსაზღვრული ტერიტორია საკმაოდ დიდია, საქართველოს ტერიტორია კი T სარტყლის სამხრეთ ნახევრის 4°-იანი სიგანის 40° და 44°-იანი პარალელებით შემოფარგლულ ტერიტორიაზე მთლიანად თავსდება, ამიტომ რუკის ფურცლების ზედმეტი დაყოფისა და აღნიშვნების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია საქართველოს ტერიტორიისთვის შემდგომი უფრო მსხვილი მასშტაბური რუკის ფურცლების ზომებისა და ნომენკლატურების მისაღებად ვაწარმოოთ 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ფურცლის მხოლოდ სამხრეთ ნახევარი ნაწილის (4° x 6°) დაყოფა.
12. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიას მთლიანად ფარავს 1:1 000000 მასშტაბის რუკის ორი ფურცლის მხოლოდ სამხრეთი ნახევარი, ზომებით 4°x6°, რომელთა ნომენკლატურებია T-37 და T-38.
13. 1:1 000 000 მასშტაბის ტრაპეციის ჩარჩოს წვეროების გეოდეზიური კოორდინატების გამოთვლა ნომენკლატურის მიხედვით საქართველოს ტერიტორიისთვის ხდება შემდეგნაირად:
ა) მაგ., 1 მოცემულია 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ნომენკლატურა T-37, გამოვთვალოთ ტრაპეციის ჩარჩოს წვეროების გეოდეზიური კოორდინატები B და L. ვინაიდან T არის ეკვატორიდან რიგით მე-6 სარტყლის აღნიშნული ასო (იხ. ნახ.1), ხოლო განედების ათვლა იწყება ეკვატორიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით, ამიტომ მოცემულ 1:1 000 000 მასშტაბის ტრაპეციის ჩრდ. პარალელის განედი საქართველოს ტერიტორიისთვის იქნება 8° x 6=48°- 4°= 44° (4° არის 1:1 000 000 მასშტაბის ტრაპეციის ჩრდ. ნახევარი ნაწილის ზომა განედზე), ხოლო სამხრეთ პარალელის განედი იქნება 4°-ით ნაკლები, ე. ი. 44°- 4° = 40°.
ბ) იმის გამო, რომ აღნიშნული ფურცელი მოთავსებულია 37-ე სვეტში, ანუ გრინვიჩის მერიდიანიდან აღმოსავლეთით მე-7 ზონაში, ამიტომ მოცემული ტრაპეციის აღმოსავლეთ მერიდიანის გრძედი იქნება 6° x 7 = 42°, ხოლო დასავლეთ მერიდიანის გრძედი კი 6°-ით ნაკლები ე.ი. 42°- 6° = 36°.
გ) მაგ. 2. მოცემულია 1:1 00 0000 მასშტაბის ტრაპეციის ჩარჩოს წვეროების გეოდეზიური კოორდინატები B=56° ჩრდ. პარალელის განედი, L=48° აღმოსავლეთ მერიდიანის გრძედი.
ვიპოვოთ 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ნომენკლატურა.
დ) ვინაიდან დედამიწის სფერო პარალელებით დაყოფილია 8°-იანი სიგანის სარტყლებად, ამიტომ 56° : 8° = 7 (სარტყელი) ე.ი. მოცემული ტრაპეცია მდებარეობს ეკვატორიდან რიგით მე-7 სარტყელში, რომლის აღმნიშვნელი ასო არის ,,U“, ხოლო მერიდიანები გატარებულია ყოველი 6°-ის ინტერვალით, ამიტომ 48° : 6° = 8, ე.ი. მოცემული ტრაპეცია მდებარეობს გრინვიჩის მერიდიანიდან რიგით მე-8 ზონაში, ანუ 38-ე სვეტში, ამიტომ 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ნომენკლატურა იქნება U - 38.
მუხლი 2.
![]() |
საქართველოს ტერიტორიისთვის 1:500 000 მასშტაბის რუკის ფურცლის მისაღებად 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ერთი ფურცლის სამხრეთ ნახევარი, ზომით 4° x 6° მერიდიანებითა და პარალელებით იყოფა ოთხ ფურცლად და თითოეული ფურცელი აღინიშნება ლათინური ანბანის E, F, G და H ასომთავრული ასოებით (ნახ. 2), ხოლო 1:500 000 მასშტაბის რუკის ფურცლის ნომენკლატურა დაიწერება მაგ. T-38-E, ტრაპეციის ჩარჩოს ზომები კი იქნება 2° 00' განედის მიმართულებით და 3° 00' – გრძედის მიმართულებით.
მუხლი 3.
1:200 000 მასშტაბის რუკის ფურცლის მისაღებად 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ერთი ფურცლის სამხრეთ ნახევარი იყოფა 25 ფურცლად, თითოეული ფურცელი აღინიშნება რომაული ციფრებით XXVI-დან L-მდე. (ნახ. 3), 1:200 000 მასშტაბის რუკის ფურცლის ნომენკლატურა კი იწერება 1:1 000 000 მასშტაბის ფურცლის ნომენკლატურის შემდეგ, მაგ., T-38-XLII, ხოლო ტრაპეციის ჩარჩოს ზომები იქნება 0°48' განედის მიმართულებით და 1° 12´ გრძედის მიმართულებით.
![]() |
მუხლი 4.
1:100 000 მასშტაბის რუკის ფურცლის მისაღებად 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ერთი ფურცელი (მხოლოდ სამხრეთ ნახევარი, ზომებით (4°x6°) იყოფა 90 ფურცლად. ამისათვის, ტრაპეციის გვერდები განედების მიმართულებით იყოფა 10 ნაწილად, ხოლო გრძედების მიმართულებით 9 ნაწილად. მიღებული ფურცლების დანომვრა (აღნიშვნა) არ ხდება, ხოლო ფურცლის ზომები იქნება 0° 40' გრძედის მიმართულებით და 0° 24' განედის მიმართულებით.
მუხლი 5.
1:100 000 მასშტაბის მომდევნო უფრო მსხვილი მასშტაბური რიგის რუკის ფურცლების ზომების მისაღებად, ყველა წინა მასშტაბის რუკის თითოეული ფურცელი იყოფა 4 ფურცლად, რომელთა ზომებიც შესაბამისად მისი წინა რუკის ფურცლის ზომების ნახევარი იქნება, კერძოდ:
1. 1:100 000, 1:50 000 და 1:25 000 მასშტაბების რუკის შესაბამისი ნომენკლატურების მისაღებად 1:1 000 000 მასშტაბის რუკის ფურცლის სამხრეთ ნახევარი მერიდიანითა და პარალელებით იყოფა 1440 ნაწილად ანუ 1:25 000 მასშტაბის რუკის ფურცლებად. ამისთვის 1:1 000 000 მასშტაბის ერთი ფურცლის სამხრეთ ნახევარი პარალელებზე იყოფა 36 ნაწილად, მერიდიანებზე კი 40 ნაწილად. ერთსახელა წერტილებს აერთებენ ერთმანეთთან და ღებულობენ ბადეს (ნახ. 4).
![]() |
2. მიღებულ ბადეს ტრაპეციის ხაზების გარეთ პარალელების გასწვრივ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით აწერენ არაბულ ციფრებს 1-დან 36-მდე, ხოლო მერიდიანების გასწვრივ ჩრდილოეთიდან სამხრეთით 41-დან 80-მდე.
3. ამრიგად, 1:25 000 მასშტაბის რუკის ნომენკლატურა მიიღება ბადის ჰორიზონტალური ზოლების აღმნიშვნელი ნომრებისა და ბადის ვერტიკალური ზოლების აღმნიშვნელი ნომრების ერთობლიობით, რომელიც იწერება 1:1 000 000 მასშტაბის ნომენკლატურის შემდეგ, მაგ., T-38-4635, ხოლო თითოეული ფურცლის ზომები იქნება 0°06' განედის მიმართულებით და 0°10' გრძედის მიმართულებით.
4. 1:100 000 და 1:50 000 მასშტაბის რუკების ნომენკლატურები მიიღება 1:25 000 მასშტაბის რუკის ნომენკლატურის მეშვეობით ე.ი. 1:100 000 და 1:50 000 მასშტაბის რუკების ნომენკლატურის მისაღებად 1:25 000 მასშტაბის რუკის ნომენკლატურის წინ იწერება შესაბამისად ლათინური ანბანის ასომთავრული C და L ასოები (სადაც C ნიშნავს 100-ს ხოლო L_50-ს). ნომენკლატურა 1:100 000 მასშტაბის რუკისათვის იქნება მაგ., T_38-C4804, ფურცლის ზომები კი 0° 24' განედის მიმართულებით და 0° 40' გრძედის მიმართულებით, ხოლო 1:50 000 მასშტაბის რუკის ნომენკლატურა იქნება T-38-L4406, ფურცლის ზომები კი 0° 12' განედის მიმართულებით და 0° 20' გრძედის მიმართულებით.
5. იმის გამო, რომ 1:100 000 და 1:50 000 მასშტაბის რუკების თითოეული ფურცელი შესაბამისად შეიცავს 1:25 000 მასშტაბის 16 და 4 ფურცლებს, აღნიშნული მასშტაბის ნომენკლატურების განსაზღვრის დროს 1:100 0000 მასშტაბის ფურცლის ნომენკლატურისა და შესაბამისი მასშტაბის გამომხატველი ასოს შემდეგ იწერება 1:25 000 მასშტაბის რუკის მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფურცლის ნომენკლატურა, მაგ., 1:100 000 მასშტაბის ნომენკლატურა იქნება T-38-C4804, ხოლო 1:50 000 მასშტაბის რუკისა T-38-L4406 (იხ. ნახ. 4).
მუხლი 6.
1:10 000 მასშტაბის რუკის ფურცელი მიიღება 1:25 000 მასშტაბის რუკის ფურცლის 4 ნაწილად დაყოფით, რომელიც აღინიშნება ლათინური ანბანის a, b, c და ds ასოებით, მისი ნომენკლატურა იქნება მაგ., T-38-4635d. ხოლო ფურცლის ზომები კი იქნება 0° 03' განედის მიმართულებით და 0° 05' გრძედის მიმართულებით (ნახ. 5).
![]() |
მუხლი 7.
![]() |
1:5 000 მასშტაბის რუკის გეგმის ფურცლის მისაღებად 1:10 000 მასშტაბის რუკის ფურცელი იყოფა 4 ნაწილად და აღინიშნება ციფრებით 1, 2, 3 და 4 (ნახ. 6), ხოლო 1:5 000 მასშტაბის გეგმის ნომენკლატურა იქნება მაგ., თ-38-4635d-4, ფურცლის ზომები კი 0°01'30" განედის მიმართულებით და 0°02'30" გრძედის მიმართულებით.
მუხლი 8.
1. საქართველოს ტერიტორიისთვის დადგენილია სახელმწიფო ტოპოგრაფიული
რუკების შემდეგი მასშტაბური რიგი და ტრაპეციების ჩარჩოების ზომები:
| № | მასშტაბი | ტრაპეციის ჩარჩოს ზომები | ნომენკლატურა | ||
| DB | DL | სმxსმ | |||
| 1 2 3 4 5 6 7 8 | 1 : 1 000 000 1 : 500 000 1 : 200 000 1 : 100 000 1 : 50 000 1 : 25 000 1 : 10 000 1 : 5 000 | 4°00' 2°00' 0°48' 0°24' 0°12' 0°06' 0°03' 0°01'30 | 6°00' 3°00' 1°12' 0°40' 0°20' 0°10' 0°05' 0°02'30 | 44.4 x 49.7 44.4 x 49.7 44.4 x 49.7 44.4 x 55.2 44.4 x 55.2 44.4 x55.2 55.5 x 69.0 55.5 x 69.0 | T-38 T-38-E T-38-XLII T-38-C4804 T-38-L4406 T-38-4635 T-38-4635d T-38-4635d-4 |
2. საქართველოს ტერიტორიისთვის დადგენილია სახელმწიფო ტოპოგრაფიული
გეგმის შემდეგი ტრაპეციების ჩარჩოების ზომები:
| № | მასშტაბი | ტრაპეციის ჩარჩოს ზომები | ნომენკლატურა | ||
| DB | DL | სმხსმ | |||
| 1
| 1 : 5 000 | 0°01'30 | 0°02'30 | 55.5 ხ 69.0 | თ-38-4635დ-4 |
უკან დაბრუნება 





დოკუმენტის კომენტარები