დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 02/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.012.717 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.717
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №29
2009 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №58, მუხლი 503) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს დებულება ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდების) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.
3. სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.“.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მოადგილე, საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, საბაჟო საგუშაგოს უფროსი;
დ) მაიორი – უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი მზვერავი, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი;
ე) კაპიტანი – გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, მზვერავი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მთავარი ინსპექტორი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი ინსპექტორი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი სპეციალისტი;
ზ) ლეიტენანტი – საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის ინსპექტორი;
თ) უმცროსი ლეიტენანტი – სპეციალური დანიშნულების რაზმის უმცროსი ინსპექტორი.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სპეციალური წოდებები მიენიჭება პირებს, რომლებიც მიიღებიან სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.“;
ბ) მე-10 და 101 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა სამინისტროში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება სამინისტროში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება სამინისტროში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
101. სამხედრო და სამინისტროში მოქმედი სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობით:
ა) რიგითი, ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი, მატროსი, უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი – რიგითი;
ბ) კაპრალი, უმცროსი სერჟანტი, საზღვაო კაპრალი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი – უფროსი სერჟანტი;
ე) უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი ინსპექტორი;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი, III კლასის ინსპექტორი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი, II კლასის ინსპექტორი;
თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი, I კლასის ინსპექტორი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი, III კლასის მრჩეველი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი, II კლასის მრჩეველი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი, I კლასის მრჩეველი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – გენერალ-მაიორი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები