დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 30/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.012.712 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.712
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №102
2009 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანების (სსმ III, 28.12.2007 წ., №186, მუხ. 2092) პირველი მუხლით დამტკიცებული №26 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №26
| სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველო | |
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2230 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1760 |
| რეგიონალური მიმართულების სამმართველოს უფროსი | 1525 |
| რეგიონალური მიმართულების სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1465 |
| სამმართველოს უფროსი | 1410 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1350 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1190 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1010 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 845 |
| უფროსი ოფიცერი, უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 780 |
| ოფიცერი, ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 725 |
| მებრძოლი, სპეციალისტი | 665 |
| დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) | 430 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა-ხელოსანი) | 310 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები